Creation Engine
| Creation Engine | |
|---|---|
ძრავის ოფიციალური ლოგო | |
| მწარმოებელი | Bethesda Game Studios |
| პროგრამირების ენა | C++ |
| ოს | Microsoft Windows |
| პლატფორმა | Microsoft Windows PlayStation 3 PlayStation 4 Xbox 360 Xbox One |
| სტატუსი | აქტიური |
| ჟანრი | თამაშის ძრავა |
| ლიცენზია | კერძო |
Creation Engine — თამაშის ძრავა შემუშავებული ამერიკული კომპანია Bethesda Game Studios-ის მიერ საკუთარი პროექტებისთვის. პირველი თამაში, რომელშიც გამოიყენეს Creation Engine, არის The Elder Scrolls V: Skyrim, გამოსული 2011 წლის 11 ნოემბერს, ხოლო ბოლო თამაშია Fallout 4, გამოსული 2015 წლის 10 ნოემბერს.
შექმნის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Creation Engine, თავდაპირველად, შეიქმნა სპეციალურად The Elder Scrolls-ის მეხუთე ნაწილის The Elder Scrolls V: Skyrim-ისთვის.
თამაშის სერიის წინა ნაწილები, კონკრეტულად კი The Elder Scrolls IV: Oblivion და კომპანიის სხვა თამაშები (მაგალითად Fallout 3 გამოიყენებდა მესამე მხარის ძრავას Gamebryo). ამავე კომპანიის თამაში Morrowind აგებულია Gamebryo-ს წინამორბედ ძრავზე სახელწოდებით NetImmerse.
Creation Engine შექმნილი Bethesda Game Studios-ის ძალისხმევით, აგებულია გეიმბრიოს კოდზე, რომელიც შეიმუშავებული იქნა Emergent Game Technologies-სა და Numerical Design Limited-ის მიერ.[1],
Creation Engine თამაშებში წარმოაჩენს რეალისტურ შუქ-ჩრდილებსა და უფრო დეტალურ ობიექტებს შორი მანძილიდან ხედვისას.[2] მოგვიანებით შეიქმნა ძრავის განახლებული ვერსია, რომელიც გამოიყენეს Fallout 4-ში.
Creation Kit
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Creation Kit არის მოდინგის ხელსაწყო Creation Engine-ის თამაშებისთვის, რომელიც შექმნა Bethesda Game Studios-მა The Elder Scrolls-ის მოდიფიკაციისათვის,[3] რისი მეშვეობითაც შესაძლებელია სხვადასხვა ცვლილებების, ახალი ტერიტორიების, რასების, იარაღებისა და ტექსტურების დამატება თამაშში. ამ ხელსაწყოს გამოყენებით შექმნილი მოდები ხელმისაწვდომი არის Steam Workshop-ზე, NexusMods-სა და სხვა უამრავ საიტზე.
Fallout 4-ისთვის Creation Kit შეიქმნა 2016 წლის აპრილს.[4]
თამაშები Creation Engine-ის ძრავზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| დასახელება | თარიღი | პლატფორმა | შენიშვნა |
|---|---|---|---|
| „The Elder Scrolls V: Skyrim“ | 2011 | Microsoft Windows, Xbox 360, PlayStation 3 | პირველი თამაში ძრავზე. |
| „Fallout 4“ | 2015 | Microsoft Windows, Xbox One, PlayStation 4 | ძრავის განახლებული ვერსია. |
| „Fallout 76“ | 2015 | Microsoft Windows, Xbox One, PlayStation 4 |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Robert Purchese. TESV: Skyrim powered by Creation Engine. Eurogamer. ციტირების თარიღი: 14 ნოემბერი, 2011.
- Don Woligroski. Elder Scrolls V: Skyrim: PC Performance, Benchmarked. Tom's Hardware. ციტირების თარიღი: 14 ноября 2011.
- Brent Justice, Kyle Bennett. The Elder Scrolls V: Skyrim Performance & IQ Preview. en:HardOCP. ციტირების თარიღი: 14 ნოემბერი, 2011.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Bethesda: Skyrim’s Creation engine developed by accident. ციტირების თარიღი: 28 июня 2015.
- ↑ Quintin Smith. Skyrim’s Creation Engine Detailed. Rock, Paper, Shotgun. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-03. ციტირების თარიღი: 14 ноября 2011.
- ↑ Creation Kit. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-19. ციტირების თარიღი: 2016-05-30.
- ↑ Creation Kit. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-19. ციტირების თარიღი: 2016-05-30.
| ||||||||||||||||||||||||||