Commodore 64 Games System
| Commodore 64 Games System | |
|---|---|
|
| |
|
| |
| მწარმოებელი | Commodore International |
| პროდუქტის ოჯახი | Commodore 64 |
| ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
| თაობა | მესამე თაობა (8 ბიტიანი) |
| გამოშვების თარიღი | დეკემბერი, 1990[1] |
| გაიყიდა | 20.000 |
| მედია | კარტრიჯი |
| კონტროლერის შეტანა | ჯოისტიკი |
| უკუთავსებადობა | Commodore 64 |
Commodore 64 Games System (აბრევიატურა C64GS) — კარტრიჯული მესამე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი Commodore 64-ის სახლის კომპიუტერების სერიიდან. აწაროებდა კომპანია Commodore International. გამოვიდა 1990 წლის დეკემბრის თვეში, იმ პერიოდში, როდესაც ბაზარზე დომინირებდნენ Nintendo-სა და Sega-ს სათამაშო კონსოლები.
იგი გამოიცა მხოლოდ ევროპაში — დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში, თუმცა კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის მიზეზი იყო ის, რომ, ჟურნალ „Zzap 64“-მა გამოსვლიდან 2 თვით ადრე განაცხადა, რომ C64GS-ის გამოცემისთანავე მასზე ხელმისაწვდომი იქნებოდა 100 თამაში[2], თუმცა გამოსვლის შემდეგ თამაშების რაოდენობა 28-ს არ აღემატებოდა, რომელთაგანაც, მხოლოდ და მხოლოდ 9 იყო ექსკლუზივი. აგრეთვე კიდევ ერთი მიზეზი მოძველებული ტექნიკური მახასიათებლები იყო, რამაც ვერ უზრუნველყო კონკურენცია გაეწია ბაზარზე Super Nintendo Entertainment System-სა და Sega Mega Drive-ისთვის.
საერთო ჯამში კომპანიამ აწარმოა 80,000 ეგზემპლარი, საიდანაც მხოლოდ 20,000 გაიყიდა. C64-ს თან მოჰყვებოდა 4 თამაში: „Fiendish Freddy's Big Top O'Fun“, „International Soccer„, „Flimbo's Quest“ და „Klax“.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Commodore 64 Games System“ ვიკისაწყობში.- „The C64 Console!“/„Inside the future: The C64GS“ zzap64.co.uk/zzap66/thec64gs.html/ „The C64 Console!“/„Inside the future: The C64GS“; ედ სტუ, ჟურნალი „Zzap 64“, 66-ე ნომერი, ოქტომბერი, 1990
- The Commodore C64 Games System; ინფორმაცია და სურათები ბო ზიმერმანის კოლექციიდან
- 8Bit-Homecomputermuseum; C64GS-ის გალერეა
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Retro Treasures: Commodore 64 GS. retro-treasures.blogspot.se (2013-06-07). ციტირების თარიღი: 2013-06-16.
- ↑ «The C64 Console!» / «Inside the future: The C64GS» — Ed Stu, Zzap 64 magazine, issue 66, October 1990
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||