Java
{{subst:ET|თარგის გამოყენების შეცდომა! ეს თარგი გამოიყენება subst-ის მეშვეობით. პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩაანაცვლეთ თარგი {{მუშავდება}} თარგით {{subst:მუშავდება}}.}}{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/{{subst:REVISIONUSER}}|{{subst:REVISIONUSER}}]].|{{subst:CURRENTDAY}}|{{subst:CURRENTMONTH}}|{{subst:CURRENTYEAR}}}}
Java - ზოგადი დანიშნულების პროგრამირების ენა, რომელიც სინტაქსური აგებულებით წააგავს უფრო ადრეულ ენებს C და C++. ამ პროგრამული ენის ერთ-ერთ დამახასიათებელ თვისებად ითვლება სწრაფვა ისეთი პროგრამული მოდელისადმი, რომელიც მაქსიმალურად დამოუკიდებელია იმ მოწყობილობის არქიტექტურული დეტალებისგან, რომელზეც პროგრამა სრულდება. Java შეიქმნა გასული საუკუნის 90 წლებში Sun Microsystems-ის მიერ. Java დღეს წარმოადგენს ყველაზე პოპულარული და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად პროგრამულ ენას. პროგრამული ენა Java-ს გარშემო განვითარდა უამრავი ტექნოლოგია რომელიც მოიცავს ზოგადი დანიშნულების კომპიუტერებს, სერვერებს, სათამაშო და გასართობ კონსოლებს, საყოფაცხოვრებო აპარატურას და სხვა მრავალ აპარატებს.