Java
იერსახე
Java არის ზოგადი დანიშნულების პროგრამირების ენა, რომელიც სინტაქსური აგებულებით წააგავს უფრო ადრეულ ენებს C და C++. ამ პროგრამული ენის ერთ-ერთ დამახასიათებელ თვისებად ითვლება სწრაფვა ისეთი პროგრამული მოდელისადმი, რომელიც მაქსიმალურად დამოუკიდებელია იმ მოწყობილობის არქიტექტურული დეტალებისგან, რომელზეც პროგრამა სრულდება. Java შეიქმნა გასული საუკუნის 90 წლებში Sun Microsystems-ის მიერ. Java დღეს წარმოადგენს ყველაზე პოპულარული და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად პროგრამულ ენას. პროგრამული ენა Java-ს გარშემო განვითარდა უამრავი ტექნოლოგია რომელიც მოიცავს ზოგადი დანიშნულების კომპიუტერებს, სერვერებს, სათამაშო და გასართობ კონსოლებს, საყოფაცხოვრებო აპარატურას და სხვა მრავალ აპარატებს.