შინაარსზე გადასვლა

CSS

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
10:42, 2 სექტემბერი 2020-ის ვერსია, OpusDEI (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: '''კასკადურ სტილთა ფურცლები''' — ({{lang-en|Cascading Style Sheets}}, '''CSS''') — სტილთა ფუ...)

კასკადურ სტილთა ფურცლები — (ინგლ. Cascading Style Sheets, CSS) — სტილთა ფურცლების ენა, რომელიც გამოიყენება მონივნის ენით, მაგალითად HTML ენით დაწერილი დოკუმენტის წარმოდგენის აღსაწერად. CSS არის მსოფლიო აბლაბუდის ტექნოლოგიური ქვაკუთხედი, HTML-თან და JavaScript-თან ერთად.

CSS შემუშავებულია კონტენტის და მისი წარმოდგენის გაცალკევებისათვის, მათ შორის ფერების, ფონტების და გაწყობის. ამგვარ გაცალკევებას შეუძლია გააუმჯობესოს კონტენტის ხელმისაწვდომობა, უზრუნველყოს წარმოდგენის თვისებების განსაზღვრის უფრო მეტი მოქნილობა და მართვადობა, უზრუნველყოს მრავალი ვებგვერდის მიერ საზიარო ფორმატირების გამოყენება შესაბამისი სტილების განცალკევებულ .css ფაილში აღწერით, რაც ამცირებს კონტენტის სტრუქტურაში სირთულესა და გამეორებადობას, ისევე როგორც უზრუნველყოს .css ფაილის კეშირება, რაც საზიარო სტილის და ფორმატირების მქონე სხვადასხვა გვერდის ჩატვირთვის სიჩქარეს აამაღლებს.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=CSS&oldid=3942140“-დან