JavaScript
ჯავასკრიპტი - პროგრამირების ერთ ერთი ფართოდ გავრცელებული ენაა. სახელწოდება ჯავასკრიპტი, როგორც სავაჭრო ნიშანი დარეგისტრირებულია ფირმა Sun Microsystems, Inc-ის მიერ.
ისტორია
ჯავასკრიპტი შექმნილი კომპანია Netscape-ის მიერ, და პირველად ჩართული იყო Netscape Navigator ბრაუზერში. მისი თავდაპირველი სახელწოდება იყო Mocha, შემდეგ LiveScript. იგი წარმოდგენილ იქნა როგორც Netscape Navigator 2.0B3 ვერსიის შემადგენელი ნაწილი 1995 წლის დეკემბერში. Internet Explorer-ში ჯავასკრიპტი გამოჩნდა 1996 წელს, როცა ოფიციალურად გამოვიდა Internet Explorer 3,0 ვერსია.
ჯავასკრიპტი და HTML
ჯავასკრიპტი შეიძლება იყოს HTML-ის შემადგენელი ნაწილი და მოთავსებული იყოს ნებისმიერ ადგილას, შეუზღუდავი რაოდენობით. იგი ყოველთვის მოთავსებულია <script></script>
ტეგებს შორის, HTML 4.01 სტანდარტის მიხედვით, type="text/javascript"
ტეგის საშუალებით.
კოდის მაგალითი:
<!DOCTYPE html>
<html>
<head><title>simple page</title></head>
<body>
<script>
document.write('Hello World!');
</script>
<noscript>
Your browser does not support JavaScript.
</noscript>
</body>
</html>
ვებგვერდზე ეს კოდი გამოჩნდება როგორც <<Hello World!>>