Help:Introduction to editing with VisualEditor/5
გენერალური დირექტორი
გენერალური დირექტორი(ამერიკ. ინგ. CEO/CE ბრიტ. ინგ. Managing Director) არის კომპანიის უმაღლესი თანამდებობა. გენერალურ დირექტორი ასევე ვალდებულია ჩააბაროს ანგარიში დირექტორთა საბჭოს
ვალდებულებები
გენერალური დირექტორს მოვალეობებს უმეტესად დირექტრთა საბჭო ან კომპანიის მფლობელ(ებ)ი აძლევს. ამ თანამდებობის პირი უმეტესად იღებს გადაწყვეტილებას კომპანიის დღიურ ოპერაციებზე. ზუსტად ის საუბრობს მედიასთან და აგებს პასუხს კომპანიის მდგომარეობაზე. აღსანიშნავია, რომ გენერალური დირექტორი არ უნდა იყოს აუცილებლად კომპანიის მფლობელი.
დასახელებები
აშშ-ში ამ თანამდებობას CEO-დ,(ინგ. მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი) მოიხსენიებენ. ამ ქვეყანაში კომპანიის სხვა დირექტორებსაც CxO-ს უწოდებენ, მაგალითად ოპერაციების დირექტორი COO, ფინანსური დირექტორი CFO.გაერთიანებულ სამეფოში ამ თანამდებობას MD (ინგ.მმართველი დირექტორი) ჰქვია. აღმოსავლეთ ევროპაში კომპანიის ხელმძღვანელს მოიხსენიაებენ:გენერალური დირექტორი, აღმასრულებელი დირექტორი, მმართველი დირექტორი(რუსეთი), დირექტორი(მცირე საწარმოები და სახელმწიფო დაწესებულებები).